დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა თბილისში. საჯარო ღონისძიებაზე დაავადებული ბავშვები, მშობლები, ექიმები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
საუბარი ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე იყო. განიხილეს სამომავლო გეგმებიც.
შეკრებილებმა ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლებას ქვეყანაში ინოვაციური მედიკამენტების შემოტანის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადეს.