06 სექტემბერი 2026,   11:45
ვრცლად
ვისგან დაინფიცირდა ექიმი, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი - ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დასადგენად მუშაობა მიმდინარეობს

ვისგან დაინფიცირდა ექიმი, ამ დრომდე არ არის ცნობილი. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეპიდემიოლოგიური სამსახური წყაროს იდენტიფიცირებას ცდილობს. 

"ინტენსიურად მუშაობს ჩვენი ეპიდსამსახური, რომ დეტალურად გამოიძიონ, რა არის ინფიცირების წყარო, რომ დამატებით მოვიძიოთ ყველა ის წყარო რომელთანაც ექიმი იმყოფებოდა კობტაქტში," -  ამბობს ტიკარაძე.

ექიმის ინფიცირების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. კლინიკამ, სადაც ის მუშაობს, დროებით შეწყვიტა პაციენტების მიღება, მედპერსონალის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. რამდენიმე კვლევის შედეგი, რომელიც ცენტრმა უკვე მიიღო, ნეგატიურია.

დღის ამბები