აჭარა "გემოფესტს" მასპინძლობს. ბათუმის ბულვარში სტუმრებს შეფმზარეულები პოპულარულ და ნაკლებად ცნობილ აჭარულ კერძებს სთავაზობენ.
გასტრონომიულ ფესტივალში 16 ვენდორი მონაწილეობს. პროგრამა მოიცავს გამოფენებს, მუსიკურ, გასართობ და შემეცნებით აქტივობებსაც.
"გემოფესტი" დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება. ფესტივალის ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.