08 სექტემბერი 2026,   18:01
ვრცლად
მარტვილის საკათედრო ტაძრის ეზოში სააღდგომო ღვთისმსახურებას, ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გრიგოლი ღამის 11 საათიდან აღავლენს

მარტვილის საკათედრო ტაძრის ეზოში, სააღდგომო ღვთისმსახურებას ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გრიგოლი, ღამის 11 საათიდან აღავლენს.

მეუფე მრევლის წევრებს მოუწოდებს, რომ ღამით ტაძარში მხოლოდ ის ადამიანები მივიდნენ, რომლებიც ეზიარებიან.

"ჩვენთან არის იმის პირობები, რომ ასე ღია ცის ქვეშ, დიდ სივრცეში ჩატარდეს და ვატარებთ უძველესი წესით. როცა არაა ასეთი პირობები, ჯობია, დილით ჩატარდეს, ამიტომ ვატარებთ დილით ეპარქიის სხვა ტაძრებში. მოხუცებს, ბავშვებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ვთხოვთ, რომ მშვიდად, ხვალ, ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში მოვიდნენ და არაა აუცილებელი მაინცდამაინც აღდგომის ღამით მოვიდნენ ტაძარში. ჩვენ გვექნება ხმის გამაძლიერებლები და მთელი მარტვილი მოისმენს ღვთისმსახურების ხმას,"-ამბობს ჭყონდიდელი ეპისკოპოსი.

მისივე თქმით, მრევლის ის წევრები, რომელთაც სააღდგომო ღვთისმსახურებაზე დასწრება აუცილებლად დღეს საღამოს სურთ, ტაძრამდე ფეხით 9 საათამდე მივლენ, თუმცა მეუფე ამბობს, რომ მათთვის "წირვაზე დილით მოსვლა საუკეთესო ვარიანტი იქნება". სააღდგომო ღვთისმსახურებისთვის სასულიერო პირები უკვე ემზადებიან.

დღის ამბები