08 სექტემბერი 2026,   08:52
ვრცლად
50 წლამდე ქალის მკვლელობაში ბრალდებულ სამართალდამცავთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო 50 წლამდე ქალის მკვლელობაში ბრალდებულ სამართალდამცავთან დაკავშირებით, მალე გახდება ცნობილი.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალი ოფიციალურად უნდა წარედგინოს. შემდეგ  სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა, რასაც 50 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქალს ბრმა ტყვია საკუთარ სახლში მოხვდა. აღიარებს თუ არა დანაშაულს სამართალდამცველი, ჯერჯერობით უცნობია.

დაკავებულ პოლიციელს შინაპატიმრობა ან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა მას გაუფრთხილებლობით მკვლელობას ედავება.

დღის ამბები