COVID 19-ის ინფექციასთან დაკავშირებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს 25-მდე პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან. სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე 61 პაციენტი მკურნალობს, მათგან კორონავირუსის დადასტურებული 38 შემთხვევაა. რამდენიმეს მდგომარეობა საყურადღებოა.
ამასთან, ერთ-ერთ პაციენტს დღეს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი, კლინიკიდან გაეწერება.
"რესპუბლიკურ საავადმყოფოში 61 პაციენტია. აქედან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 38 პაციენტს. მათგან ორს შედარებით მძიმე ფორმით მიმდინარე, თუმცა საბედნიეროდ არცერთს ჯერჯერობით მართვითი სუნთქვა არ სჭირდება. ერთ-ერთ პაციენტს, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა კოვიდინფექცია, განმეორებით ტესტზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი.
24 საათის მერე ისევ გავტესტავთ ამ პაციენტს, კვლავ უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ეს იქნება პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც ჰყავდა რესპუბლიკურ საავადმყოფოს," - აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე.