აქცია-გასეირნება ბათუმში - მოქალაქეები დღეს 6 მაისის პარკში შეიკრიბნენ და საგანგებო მდგომარეობის გაუქმება მოითხოვეს.
მათი თქმით, ზოგიერთი რეგულაცია აბსურდულია და შეზღუდვები არაფრის მომცემია.
აქციაზე მოსულების თქმით, ამ შეზღუდვებით ვირუსთან ბრძოლას აზრი არ აქვს, პირიქით, ეს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ბიზნესზე უარყოფითად ისახება. ამბობენ, რომ დისტანციის დაცვით შესაძლებელია იმუშაოს ნებისმიერმა მაღაზიამ ან საწარმომ, მთავარია მოქალაქეებმა რეკომენდაციები გაითვალისწინონ.
აქციას ბათუმში უჩვეულო ფორმა ჰქონდა. პარკში შეკრებილები ერთმანეთისგან დისტანცირებულად, პირბადეებით იყვნენ განლაგებული.