06 სექტემბერი 2026,   11:45
ვრცლად
ზუგდიდის ლაბორატორიაში COVID-19-ზე ტესტირება დაიწყო - ამ ეტაპზე იქ ჩატარებული კვლევებით ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა 

ზუგდიდში COVID-19-ზე ტესტირება დაიწყო. სამედიცინო კორპორაცია "პრაიმედის" ლაბორატორიაში პირველი პისიარ ტესტირება COVID-19-ზე ადგილზე 12 ადამიანს ჩაუტარდა. კვლევების თანახმად, კორონავირუსის არცერთ პირს არ დაუდასტურდა.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, განმეორებითი კვლევა 14 დღიანი თვითიზოლაციის შემდეგ ჩაუტარდა ინფექციური საავადმყოფოდან გაწერილ პაციენტ ნომერს ერთს, რომელიც COVID-19-ით იყო ინფიცირებული.

"პირველმა დღემ ჩვენს განახლებულ ლაბორატორიაში საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. დღეიდან ჩვენი ლაბორატორია იქნება ერთ-ერთი დასავლეთ საქართველოში, ხოლო სამეგრელოს რეგიონში ერთადერთი ლაბორატორია, სადაც გაკეთდება შესაბამისი კვლევები COVID-19-ზე," - აღნიშნა "პრაიმედის" ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა ლელა ქაჯაიამ.

დღის ამბები