18 მაისი 2024,   17:56
ვრცლად
სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია, მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს - შსს

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისაგან.

"საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია.

შესაბამისად, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები