18 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტები არ ჰყავთ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტები არ ჰყავთ.

ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი 18 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ასევე დამაკმაყოფილებელია 62 წლის პაციენტის მდგომარეობაც, რომელიც კლინიკაში გუშინ წყალტუბოდან შეიყვანეს, ჩატარდა სათანადო კვლევები. კლინიკაში ამ დროისთვის მისი კონტაქტებიდან არავინ შეუყვანიათ.

დღეს კლინიკაში სამ პაციენტს განმეორებით ანალიზი აუღეს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი კლინიკას დატოვებენ.

დღის ამბები