საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმის ფარგლებში დაკავებული ირაკლი სულაბერიძისა და დემეტრე კასრაძის პროცესი მიმდინარეობს.
საქმე ცალკე ეპიზოდად არის გამოყოფილი ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე. დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
გამოიკითხება გიგა ავალიანის დედა. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი, სხვა პირთან ერთად, ფიზიკურად გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს და ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
გიგა ავალიანის დედა აცხადებს, რომ ალექსანდრე გაბაშვილი გიგა ავალიანზე ძალადობის ამსახველ ვიდეოს დემეტრე კასრაძეს უგზავნიდა.
"დემეტრე კასრაძეს უგზავნის ვიდეოს გიგაზე ძალადობისას ალექსანდრე გაბაშვილი ექვს ოქტომბერს და ამის შემდეგ აქვს პატარა რაღაცა ვოისი, რომელიც მე გაშიფრული არ მაქვს და შემდეგ ეუბნება დემეტრე კასრაძე მე მეგონა მოკვდა ის და კაცის სასქესო ორგანოთი მოიხსენიებს შემდეგ ჩემს შვილს.
საქმე გრძელდება და ვინ რა ხაზით და ვინ რა ფიგურანტი აღმოჩნდება შემდეგ სხვა საქმეში, არავინ არ იცის. მე დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა აბსოლუტურად ყველას აგებინებს მაქსიმალურად პასუხს,"- აცხადებს კუპატაძე.