07 მაისი 2024,   01:06
ვრცლად
მოსკოვში ინფიცირებულთა სამკურნალოდ სპორტულ კომპლექსებსა და სავაჭრო ცენტრებში დროებით საავადმყოფოებს გახსნიან

კორონავირუსის სტატისტიკური მონაცემები იზრდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც.

მოსკოვში, კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ, სპორტულ კომპლექსებსა და სავაჭრო ცენტრებში დროებითი საავადმყოფოების გახსნა იგეგმება. ინფორმაციას გამოცემა "გარდიანი" ავრცელებს.

ნიუ-იორკის მსგავსად, მოსკოვის მეტროშიც სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქვეყანაში ამ დროისთვის 125,000 ინფიცირებულია, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 1,200-ს შეადგენს.

"მოსკოვი უკვე გადავიდა ნიუ-იორკის დონეზე, ჩვენ გვმართებს მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა ინფიცირების შესაძლო კერებისგან. ვხედავთ, რომ ბოლო კვირაა ყოველდღიურად ასობით ადამიანს ვკარგავთ, ჩვენი მიზანია ადამიანებს დროულად აღმოვუჩინოთ დახმარება, რათა შემდგომი გართულებები, რასაც "კოვიდ-19" იწვევს, თავიდან იქნას არიდებული," - განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.

125,000-ს აღწევს ინფიცირების შემთხვევები თურქეთშიც, ქვეყანაში ამ დროისთვის ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობამ 3,400-ს მიაღწია.

12,000 მდე ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული უკრაინაში, სადაც ვირუსს საერთო ჯამში 280 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, კორონავირუსის შემთხვევათა დინამიკა ზრდას განაგრძობს, თუმცა მცირედით, აზერბაიჯანს ამ დროისთვის 25 გარდაცვლილი ჰყავს, სომხეთს კი 33.

დღის ამბები