საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223-მდე გაიზარდა. stopcov.ge-ს მონაცემებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე 589 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 9-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4830 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 521 პირი რჩება.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ აძლევს მოსახლეობას გაფრთხილებას, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და ტემპერატურის მატების შემთხვევაში მიმართონ ექიმებს.