08 სექტემბერი 2026,   17:56
ვრცლად
მეუფე იობმა მსახურება შეუჩერა მღვდელს, მეტი რა უნდა გააკეთოს ზნეობრივმა კომისიამ - მეუფე გერასიმე

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმეს თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, იმსჯელებს თუ არა ზნეობრივი კომისია ყინწვისში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების ფაქტზე.

"მეუფე იობმა გააკეთა განცხადება და მიიღო გადაწყვეტილება, მსახურება შეუჩერა მღვდელს, მეტი რა უნდა გააკეთოს ზნეობრივმა კომისიამ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ერთი სასულიერო პირის ქმედებების გამო არ შეიძლება ეკლესიაზე ვისაუბროთ, ძალიან ბევრი ღირსეული პირია იმ ეპარქიაშიც და საქართველოს ეკლესია-მონასტებშიც,"-უთხრა ჟურნალისტებს მეუფე გერასიმემ.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ გიორგობის სადღესასწაულო ღვთისმსახურება საკათედრო ტაძარში აღავლინა. წირვაზე მისული მრევლი დისტანციას იცავდა.

დღის ამბები