02 მაისი 2024,   14:30
ვრცლად
თუ ნამდვილი მამაკაცი ხარ, მოითმინე ერთი თვე და დარჩი ოჯახში - ალექსანდრე ლუკაშენკო

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბელარუსის ლიდერმა მამაკაცებს ახალი რჩევა მისცა. ალექსანდრე ლუკაშენკომ მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბელარუსში დღეისათვის COVID-19-ის 19,255 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში უკვე იმსხვერპლა 112 ადამიანი, თუმცა პრეზიდენტი ლუკაშენკო კორონავირუსით გამოწვეულ პანიკას ფსიქოზს უწოდებს და ქვეყანაში საგანგებო ზომების შემოღებას არ აპირებს.

"თუ ვინმეს მანამდეც კოცნიდი გააგრძელე, მაგრამ სხვა ქალებს ნუ დაუწყებ კოცნას, თუ ნამდვილი მამაკაცი ხარ, მოითმინე ერთი თვე და დარჩი ოჯახში," - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

დღის ამბები