02 მაისი 2024,   14:53
ვრცლად
მსოფლიოში რუსეთი დაავადებულთა რაოდენობით მეხუთე ადგილზეა - ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაავადების 11 231 შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯამურად კი, ქვეყანაში უკვე 177 160 დაავადებულის შესახებაა ცნობილი. აქედან გარდაიცვალა 1625 ადამიანი. კორონავირუსი რუსეთის პრემიერ-მინისტრის შემდეგ, მშენებლობისა და კულტურების მინისტრებსაც დაუდგინდათ.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ მოგროვებული მონაცემების თანახმად, მსოფლიოში რუსეთი დაავადებულთა რაოდენობით მეხუთე ადგილზეა აშშ-ის, ესპანეთის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

დღის ამბები