01 მაისი 2024,   04:37
ვრცლად
სამხრეთ კორეაში ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა - სეულში ღამის კლუბები და ბარები იხურება

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში 9 აპრილის შემდეგ ერთ დღე-ღამეში შემთხვევების მსგავსი ტემპით მატება არ დაფიქსირებულა.

34 ახალი შემთხვევიდან 26 შიდა გადაცემის ფაქტია, 8 კი - იმპორტირებული შემთხვევა.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული გარკვეული შეზღუდვები უკვე მოიხსნა. უახლოეს მომავალში კი ხელისუფლება სკოლებისა და ეკონომიკის სრულ გახსნას გეგმავდა. ბოლო დღეებში გაზრდილი ინფიცირების შემთხვევების გამო კი სეულში დაიხურება ღამის კლუბები, ბარები და სხვა ხალხმრავალი დაწესებულებები. 

"ქალაქი სეული გამოსცემს ბრძანებას, რითაც დაუყოვნებლივ იკრძალება ხალხმრავალი და გასართობი ობიექტის ფუნქციონირება, მათ შორის ღამის კლუბები, კლუბების მსგავსი ბარები და სხვა. ამ მომენტიდან, ამგვარი ობიექტები ვალდებულნი არიან შეაჩერონ ბიზნესი, რეგულაციების დამრღვევი პირები მკაცრად დაისჯებიან," - განაცხადა სეულის გუბერნატორმა. 

დღის ამბები