დღეიდან პანდემიის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. ეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის რიგით მესამე ეტაპია და მისი დაჩქარებულად დაწყება დამაკმაყოფილებელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდა.
24 დღიანი პაუზის შემდეგ დღეიდან თბილისში შემოსვლა და გასვლა შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
ერთი კვირის განმავლობაში ბლოკპოსტები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულშიც. ამ დრომდე ძალაში რჩება კარანტინის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გადაადგილება აკრძალულია.