19 აპრილი 2024,   07:40
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი 3-ით გაიზარდა - დადასტურებული შემთხვევები 638-ს შეადგენს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა  638-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

მონაცემების მიხედვით, მათ შორის გამოჯანმრთელებულია -  317 , ხოლო გარდაცვლილი - 10.

კარანტინის რეჟიმში - 4896 იმყოფება,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 444 რჩება.

 

დღის ამბები