07 მაისი 2024,   06:47
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა რუსეთში 2 700-ს გადააჭარბა, თურქეთში ეს მაჩვენებელი 4 000-ს სცდება

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2,700-ს გადააჭარბა რუსეთში, თურქეთში ეს მაჩვენებელი 4,000-ს სცდება. ერდოღანის გადაწყვეტილებით, რამადანის დასრულებამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდება.

ფატალური შემთხვევები მატულობს სომხეთშიც, სადაც ბოლო მონაცემებით, ვირუსს 61 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აზერბაიჯანში კი გარდაცვალების 40 შემთხვევა ფიქსირდება.

მონაცემები მცირდება ევროპის ქვეყნებში - ბოლო 24 საათში იტალიასა და ესპანეთში მარტის შემდეგ გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ევროპისგან განსხვავებით, ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება ბრაზილიაში.

ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში კი, ახალი შემთხვევების გამო 100 მილიონზე მეტი ადამიანი საკარანტინო პირობებს დაუბრუნდა.

პანდემიის ეპიცენტრი ისევ ამერიკის შეერთებული შტატებია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლი ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს გაახანგრძლივებს. ამასთანავე დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ერთ კვირაზე მეტია ვირუსის პრევენციის მიზნით პლაქვენილს იღებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრეპარატის პრევენციის მიზნით მიღებას მედიკოსები რეკომენდაციას არ უწევენ.

ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი ვაქცინასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას აანონსებს.

დღის ამბები