18 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურად ცნობა - საკონსტიტუციო სასამართლოში "გირჩის" სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

"გირჩი“ კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია ე.წ კომენდანტის საათი. მათი თქმით, ხელისუფლებამ ამ შეზღუდვით საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მეორე პუნქტი, როლითაც ნებისმიერ მოქალაქეებს გადაადგილების თავისუფლება ენიჭება.  

გირჩის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებით განხილვაში მიიღო. სასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

"გადაადგილების თავისუფლების სპეციფიურობიდან გამომდინარე, ეს მარტო არ ეხება მხოლოდ გადაადგილების თავისუფლებას. იმიტომ რომ ამაზე არის ბევრი სხვა უფლების განხორციელება დაკავშირებული. მაგალითად, თუ ადამიანის გადაადგილების თავისუფლება აქვს შეზღუდული, ამ შემთხვევაში ის ფიზიკურად ვერც მუშაობს ახერხებს, შეიძლება არც შემოსავლის წყარო აქვს," - აცხადებს "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წევრი, ლევან ჯგერენაია.

მოპასუხე მხარე ამბობს, რომ შეზღუდვა კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია.

"მთავრობა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების აქტი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, განხორციელებული ჩარევა ადამიანის უფლებებში იყო აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციული, აკმაყოფილებდა თანაზომიერების პრინციპს," - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა, ქეთევან კრაწაშვილმა

დღის ამბები