02 მაისი 2024,   14:58
ვრცლად
აშშ რუსულ ავიაგამანადგურებლებს ამერიკული საპატრულო ვერტმფრენებისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებს

შეერთებული შტატები რუსულ ავიაგამანადგურებლებს ამერიკული საპატრულო ვერტმფრენებისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებს.

შტატების თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვის თავზე რუსული სუ-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები ამერიკულ საჰაერო ხომალდებს მიუახლოვდნენ და პილოტებს უსაფრთხო მანევრირებაში ხელი შეუშალეს.

ინციდენტი 64 წუთს გაგრძელდა. მომხდარს წინ შეერთებული შტატების არმიის განცხადება უძღოდა, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა ლიბიაში სამხედრო ავიაგამანადგურებლები განალაგა.

დღის ამბები