დღეიდან ქვემო ბოლნისში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება იწყება. შემოწმება 500-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება.
გუშინ ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომლის კონტაქტებიც დადგენილია და ისინი შესაბამის დაწესებულებებში არიან გადანაწილებულები.
"122 ნიმუშიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 2 მოქალაქეს. ერთი არის ქვემო ბოლნისში მცხოვრები, მეორე სასწრაფო დახმარების მძღოლი. ორივე შემთხვევის კონტაქტები უკვე დადგენილია. ჩატარდება PCR ტესტებით მოქალაქეების შემოწმება. დაავადებათა კონტროლის და ადგილობრივი მედიკოსები ჩაატარებენ ამ კვლევას. აიღებენ, დაახლოებით, 500 ბიოლოგიურ ნიმუშს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ იქ არსებული მდგომარეობა მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ იყოს,"- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
სულ ბოლნისში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 165 შემთხვევაა.