19 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენს.

წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - პირველ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნინოს ქადაგება უძღოდა წინ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას.

დღის ამბები