საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 794-ს შეადგენს. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.
მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19-ით გაიზარდა და 624 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 2 494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.