საქართველოს მასშტაბით სანოტარო ბიუროები ეტაპობრივად იხსნება. უკვე მოქმედებს 45 ბიურო და მათ თბილისის მასშტაბით ხვალ რვა დაემატება.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები ადამიანებს დილის 9:00 საათიდან ღამის 00:00-მდე მოემსახურებიან.
"საქართველოს მასშტაბით სანოტარო ბიუროები იხსნება. ამ ეტაპზე გვაქვს 45 სანოტარო ბიურო. ხვალ დილით დაემატება 8 ახალი ბიურო თბილისის მასშტაბით. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ სანოტარო მომსახურეობები იყოს ხელმისაწვდომი. დღეიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები დილის 9:00 საათიდან რამის 00:00-მდე მოემსახურებიან მოქალაქეებს. სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც იქნება შესაძლებლობა შესაბამისი მომსახურეობა მიიღონ ადამიანებმა,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საქართველოში მოქმედი იუსტიციის სახლები და სანოტარო ბიუროები დახურული იყო.