ამაშუკელის ქუჩა - ადგილი, სადაც გუშინ დღის ბოლოს ძლიერი აფეთქება მოხდა. გაზგაზამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმოფანტულია მინის ნამსხვრევები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ტერიტორიას სადგურის თანამშრომლები საკუთარი ძალებით ასუფთავებენ მიმდებარე ტერიტორიას.
შეგახსენებთ, აფეთქება გუშინ ღამის საათებში მოხდა, რა დროსაც გაზგასამართი სადგური აფეთქდა. თუმცა აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ძლიერმა აფეთქებამ ირგვლივ მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მინები ჩაამსხვრია.
რაც შეეხება დაშავებულ მამაკაცს, რომელიც გაზგასამართი სადგურის თანამშრომელი იყო და მორიგეობდა, მისი დაზიანებები არის მსუბუქი და მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
უბედური შემთხვევის ადგილას, აფეთქების შემდგომ მალევე გამოცხადდნენ სამართალდამცავები და სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლები. აფეთქების ადგილას სულ 6 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ლოკალიზაცია მალევე მოხერხდა.
ამ დროისთვის ინციდენტის ადგილზე ტრანსპორტის მოძრაობა უკვე აღდგენილია.