19 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსი კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსი კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამი მათგანი სამხედრო სასწავლებლის კურსანტი, ერთი კი რუსეთიდან დაბრუნებული პირია.

ამ დროისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მკურნალობის კურსს 12 პაციენტი გადის. ცხინვალში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე COVID-19-ის 42 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მათგან 30 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები