19 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა ენგურის ხიდი ჩაკეტა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა ენგურის ხიდი ჩაკეტა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეზღუდვა კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.

მდინარე ენგურზე საოკუპაციო ხაზი ცალმხრივად 26 მაისიდან იყო გახსნილი. აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთში 500-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღადგენს საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდზე მიმოსვლას.

აფხაზეთში გასულ დღე-ღამეში COVID-19-ზე ტესტირება 56 პირს ჩაუტარეს. მათგან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. ამ დრომდე გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 3 ინფიცირებული განაგრძობს.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 28 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

დღის ამბები