24 აპრილი 2024,   12:53
ვრცლად
ახალქალაქში 35 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ახალქალაქის სოფელ გოკიოში 35 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, მისი სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსია გახდა.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

გარდაცვლილი 1-ელ ივნისს გვიან ღამით იპოვეს. მათი ინფორმაციით, ქალი სოფელში, სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, მას ოჯახი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა.

გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა ახალციხეში ჩაუტარდა. ექსპერტიზის საბოლოო პასუხი ერთი თვის შემდეგ იქნება. ქალის ნათესავები ფიქრობენ, რომ ის თავს არ მოიკლავდა.

შსს-ს ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები