25 აპრილი 2024,   10:28
ვრცლად
სპეცოპერაცია ვარკეთილში - მამაკაცი 15 წუთის განმავლობაში შვილების მიმართულებით ისროდა

ვარკეთილის მესამე მასივის მე-4 მიკროში სროლის ხმა ისმოდა. როგორც "კურიერის" ჯგუფი ადგილიდან იტყობინება, 45 წლის მამაკაცი 15 წუთის განმავლობაში ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარი შვილების მიმართულებით. გავრცელებული ინფორმაციით შვილებმა თავის დაღწევა შეძლეს და ისინი ამ წუთებში უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.

სამართალდამცავები მამაკაცის ასაყვანად შტურმის დაწყებისთვის ემზადებიან.

როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, მამაკაცს პათოლოგიური სიმთვრალე აქვს და ახლაც სწორედ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.

ადგილზე იმყოფება უფლებადამცველი დავით ცინცქალაძე. მისი თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაშია და ოჯახის წევრების მისამართით მხოლოდ შესაშინებლად გაისროლა. 

უფლებადამცველის თქმით, "მამაკაცი მონადირეა და იარაღიც სწორედ ამიტომ აქვს." დავით ცინცქალაძე მიიჩნევს, რომ დასაკავებლად შტურმი საჭიროა არაა და არსებობს რესურსი, რომ მამაკაცთან კონტაქტი პოლიციამ დაამყაროს და ისე დააკავონ.

დღის ამბები