იწყება ყოვლისმომცველი კვლევა, რომლის მიზანია პანდემიის მართვის "ქართული პრაქტიკის" შესწავლა, განვლილ გზაზე პრობლემების იდენტიფიცირება და მზაობის უზრუნველყოფა სამომავლოდ განმეორებითი ფორს-მაჟორის უფრო ეფექტურად მართვისთვის - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა კრიზისების მართვის კუთხით არსებული სამართლებრივი რეგულაციები და მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, ადამიანის უფლებები პანდემიის დროს, ანგარიშვალდებულება, გამჭირვალობა, კრიზისული ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა და სხვა.