ერთადერთი სპორტული ღონისძიება, რომელიც ივნისის ბოლოს განახლდება, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატია.
ყველა სხვა დანარჩენი სახეობებისთვის სპორტული დარბაზების კარი კვლავ დაკეტილია, თუმცა სავარჯიშო პროცესის დაწყება სპეციალური პროტოკოლის მიხედვით ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
სპორტულმა ფედერაციებმა და ორგანიზაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინისა და ჰიგიენური ნორმების დაცვას ითვალისწინებს.