19 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
დღეიდან მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა დასაშვები ხდება

დღეს მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა დასაშვები ხდება. ტრანსპორტში ასვლისას მგზავრი ვალდებულია თან იქონიოს პირბადე. ვალდებულებები აქვს სატრანსპორტო კომპანიასაც. 

დიდუბის ცენტრალური ავტოსადგომის გენერალური დირექტორის, ნატო გელაშვილის ინფორმაციით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის დროს რეკომენდაციაა, ფანჯრები იყოს ღია და მძღოლმა არ გამოიყენოს კონდიცირება.

"ამ ეტაპზე, რეკომენდაციების მიხედვით, რაოდენობა შეზღუდული არ არის. რეკომენდაციაა და აუცილებლობაა ნიღბები, ავტომანქანებში დისპენსერები, ანტისეპტიკური ხსნარები და ღია შუშები. გასვლამდე 10 წუთით ადრე ყველა მანქანის სალონი დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარით. შემდეგ ყველა მძღოლს ჩაუტარდა ტრენინგი. ისინი უღელტეხილზე, როცა მგზავრები დასასვენებლად ჩამოვლენ, სალონს დაამუშავებენ," - განაცხადა ნატო გელაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული ექვს ეტაპიანი გეგმა დაჩქარებით განხორციელდა და ექვსის ნაცვლად სულ 4 ეტაპი გახდა საჭირო.

დღის ამბები