19 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
"სიტყვიერად რთულია იმ ყველაფრის გადმოტანა, რაც თითოეულმა ჩვენგანმა გადაიტანა" - მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ

ნიგერიაში მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა. მეზღვაურები 7 ივნისს, სპეციალური ავიარეისით თბილისი-ლაგოსი-თბილისი ჩამოფრინდნენ. მეზღვაურებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი დახვდა.

მეზღვაურების გამოხსნის პროცესში და ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროცესის წარმატებით დასრულებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ.

"სიტყვიერად რთულია იმ ყველაფრის გადმოტანა, რაც თითოეულმა ჩვენგანმა გადაიტანა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველანი უსაზღვროდ ბედნიერები ვართ, რომ ოჯახს ჯანმრთელი და ცოცხალი ვუბრუნდებით. ძალიან დიდი მადლობა საზღვაო ადმინისტრაციას,"- განაცხადა ერთ-ერთმა მეზღვაურმა.

ინფორმაცია მეკობრეების მიერ 9 ქართველი მეზღვაურის გატაცებაზე 2 მაისს გავრცელდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი მეკობრეები გემს 30 აპრილს დაესხნენ თავს. 22 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ მეზღვაურები გაათავისუფლეს.

 

დღის ამბები