19 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
ეკლესიისთვის სახელმწიფო ტყის საკუთრებაში გადაცემას საია დისკრიმინაციულად მიიჩნევს

ეკლესიისთვის სახელმწიფო ტყის საკუთრებაში გადაცემას საია დისკრიმინაციულად მიიჩნევს და საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის შესატანად ემზადება. 

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველოს ტყის კოდექსში დადგენილი გამონაკლისი კოდექსით დადგენილ მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან ვერ უზრუნველყოფს ტყის რესურსის რაციონალურ გამოყენებას, გარდა ამისა სახელმწიფო ტყის გადაცემა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციულია.

"სხვა რელიგიურ წარმომადგენლებთან მიმართებით, არათანმიმდევრული და დისკრიმინაციული ხასიათია გამოვლენილი. განსაკუთრებით ეს გამოვლინდა მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, უსასყიდლოდ ქონების გადაცემის შესაძლებლობა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ თუ აღნიშნული ნორმა გასაჩივრდება, გადაწყვეტილებას დამძლევი ძალა ექნება," - აცხადებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადამიანის უფლებათა პროგრამის ანალიტიკოსი ნინო ცუხიშვილი.

დღის ამბები