გორში მომხდარი დაჭრის გამო პოლიციამ 40 წლამდე მამაკაცი დააკავა. გამოძიება მას ერთ-ერთი მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
ინციდენტი ორი დღის წინ, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 33 წლის ახალგაზრდას დანით მძიმე დაზიანება მიაყენა და მიიმალა.
2 დანა ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული. რაც შეეხება დაშავებულს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ითვლება.