04 მაისი 2024,   06:29
ვრცლად
"თეგეტა მოტორსის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

კომპანია "თეგეტა მოტორსში" ადასტურებენ, რომ კომპანიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათი თქმით, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგანაც კონტაქტი ჰქონდა საბურთალოს კლასტერთან.

"თეგეტა მოტორსის" მარკეტინგის დირექტორის თორნიკე გურულის განცხადებით, კოვიდ ინფიცირებულს მისი საქმიანობიდან გამომდინარე მომხმარებელთან შეხება არ ჰქონია. 

"თეგეტა მოტორსის" სხვა თანამშრომლებს სწრაფი ტესტიუკვე ჩაუტარდათ. იდენტიფიცირებულია ინფიცირებულის სხვა კონტაქტებიც.

დღის ამბები