ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი ჰყავთ. 52 წლის ქალს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ის კლინიკაში წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს.
კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობა უტარდება. ამ დროისთვის კლინიკაში ხუთი ინფიცირებული პაციენტი ჰყავთ.