19 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
ამირან გამყრელიძე არ გამოვრიცხავს, რომ ეროვნული გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები კიდევ უფრო დაიხვეწოს

გადაიდება თუ არა ეროვნული გამოცდები - ამ კითხვით "დღის კურიერში" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძეს ისაუბრა.

მისი განცხადებით, ეროვნული გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები შესაძლოა უფრო დაიხვეწოს.

"მოგეხსენებათ, რომ ფიქსირებული არაფერი არ არის. კორონავირუსთან დაკავშირებით მთელი რიგი რეკომენდაციები თითქმის ყოველთვიურ რეჟიმში იცვლება. იმ რეკომენდაციებს, რაც გაჟღერდა, ვფიქრობ მინიმუმამდე დაჰყავს რისკი ეროვნული გამოცდების დროს ინფექციის გავრცელებისა. მაგრამ მედიცინაში იცით, რომ 100%-იანი არაფერი არ არის. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ რამდენიმე რეკომენდაცია კიდევ უფრო დაიხვეწოს, სანამ ეროვნული გამოცდები ჩატარდება," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები