19 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
ორთვენახევრიანი პაუზის შემდეგ მატარებლით მგზავრობა შესაძლებელი ხდება

დღეიდან ქვეყანაში საქალაქთაშორისო მოძრაობა მატარებლებითაც ნებადართული ხდება - ორთვენახევრიანი პაუზის შემდეგ ფუნქციონირებას იწყებს საქართველოს რკინიგზა.

წესებიდან გამომდინარე, მატარებელში კონდიციონერის ჩართვა არ იქნება ნებადართული. მგზავრობის დაწყებამდე მოქალაქეებს გაივლიან თერმოსკრინინგს, ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი. ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით, ასევე,  ვალდებულები იქნებიან, ეკეთოთ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. მგზავრობის პროცესში მოქალაქეებს პირბადის მოხსნის უფლება არ აქვთ.

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მგზავრების უსაფრთხოდ გადასაყვანად და დაწესებული რეგულაციების შესასრულებლად მზად არის.

 

ავტორი: ნათია გოგიშვილი

დღის ამბები