19 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
6 წლამდე ბავშვებს პირბადის ტარების ვალდებულება არ ექნებათ - ნათია მეზვრიშვილმა გამონაკლისებზე ისაუბრა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, პირბადის ტარების ვალდებულება არ გავრცელდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე.

მან ისაუბრა გამონაკლისებზე, თუ რა შემთხვევაში არ იქნება სავალდებულო პირბადის ტარება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებების დროს, გათვალისწინებულია შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციები.

"არ გავრცელდება და ეს წესი არ შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და კიდევ გარკვეული კატეგორიის პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება. ეს ყველაფერი დეტალურად იქნება მითითებული მთავრობის დადგენილებაში. ასევე, არ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება, სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის, კონკრეტული სოციალური სერვისის, კონკრეტული სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედის მომსახურება“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები