ვარკეთილში ხანძალი ლოკალიზებულია. ადგილზე იმყოფება პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში.
მისი ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა 2 ადამიანი, ერთი პოლიციელი და ერთი - მოქალაქე.
"უნდა ვიზრუნოთ, რომ 1 პოლიციელის და 1 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად დაცული, ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა. მივაქცევ ყურადღებას, რომელ კლინიკაში არიან გადაყვანილი," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.