19 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
ოკუპირებულ რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

ოკუპირებულ რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. 

ოკუპირებულ აფხაზეთში ტესტირება გუშინ 32 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი რუსეთიდან დაბრუნებულ ერთ კურსანტს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 9 ინფიცირებულს მკურნალობენ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფსოუს ე.წ გამშვებ პუნქტზე რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებს COVID-19-ზე ტესტს ჩაუტარებენ.

ოკუპირებულ ცხინვალში ინფიცირების კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. COVID-19 ორ კურსანტს დაუდგინდა. რეგიონში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 78 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები