28 აპრილი 2024,   07:54
ვრცლად
საქართველოში COVID-19 კიდევ 20-მა პაციენტმა დაამარცხა - ინფიცირების ახალი შემთხვევა ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 20-ით გაიზარდა. ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ამ დროის მონაცემებით არ შეცვლილა და კვლავ 879-ია. 

რაც შეეხება კარანტინის რეჟიმში მყოფ ადამიანებს, მათი რაოდებობა 2 710-ია. ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267 მოქალაქე რჩება.

დღის ამბები