აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი დღეს დილიდან ორი დღით გაიხსნა. ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა იმ ადამიანებს შეეძლებათ, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ.
ენგურის ხიდთან დილიდან გადამსვლელთა რიგებია. ისინი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თერმოსკრინინგს გადიან, რის შემდეგაც გადასვლის უფლება ეძლევათ. მათი ინფორმაციით, ენგურის ხიდზე გადასვლის შემდეგ მათ ორკვირიან თვითიზოლაციაში მოუწევთ ყოფნა. მათ ტვირთით, ფეხით, დაახლოებით, ერთი კილომეტრის გავლა უწევთ.
ამ დრომდე აკრძალულია ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება გარდა იმ პირებისა, ვისაც სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ. ასევე, გადაადგილდებიან, ენგურჰესის თანამშრომლები.