საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 911-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და მონაცემი ამ დროისთვის 768-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 662, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 255 პირი.
ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციით 14 პაციენტი გარდაიცვალა.