რუსთავში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაშავებული ახალგაზრდა ქალბატონია, ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, პაციენტს მრავლობითი ზედაპირულ დაზიანებებთან ერთად ფილტვების დაზიანებაც აღენიშნება.
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გადასასვლელზე გადადიოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.