19 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
ყალბი დოკუმენტების დამზადებით მითვისებული 100 ათას ლარზე მეტი - დაკავებულია ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი

აჭარის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაში ადანაშაულებენ. ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, საქონლის ხე-ტყის ფიქტიური მიწოდებები განახორციელა და გააყალბა დოკუმენტაცია, რის შედეგადაც მიიღო 100 ათას ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი. დაკავებულს 9-დან 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დღის ამბები