19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
სამი ახალი კოვიდინფიცირებულიდან 2 იმპორტირებული შემთხვევაა, ერთი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, დღეს დადასტურებული სამი ახალი შემთხვევიდან ორი არის იმპორტირებული, რაც შეეხება მესამე პაციენტს, მარინა ეზუგბაიას თქმით, მიმდინარეობს მისი დაინფიცირების წყაროს მოძიება. 

გარდა ამისა, ქვეყანაში სამით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი და ამჟამად, მათი რაოდენობა 771-ს შეადგენს. მონაცემებიდან გამომდინე, მარინა ეზუგბაიას თქმით, კოვიდ ცენტრებში ამ დროისთვის მკურნალობას 129 პაციენტი გადის. 

"დაგვემატა სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 914 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვიც სამით გაიზარდა. იყო 768 და გახდა 771. ამ მონაცემებით, კვლავ 129 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. 

ამ სამი პაციენტიდან, ორი არის შემოტანილი შემთხვევები საკარანტინო ზონიდან და ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. გუშინ ჩვენთან მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი შემოვიდა, გამოჯანმრთელდა ორი. დღეს გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა.

გუშინდელი მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა პროგნოზულად ჯერჯერობით სერიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ მას აქვს მძიმე პნევმონია და დაავადების პროგრესირება მიმდინარეობს. არსებული კვლევებით მონაცემები ადასტურებს, რომ სიტუაცია საშუალოზე მძიმეა. ვნახოთ, არსებული მკურნალობის ფონზე შემდგომი პროგნოზი შეიძლება მომდევნო დღეების მონაცემებით გითხრათ. პაციენტის წყაროების კვლევა გრძელდება და იმედია, პირველწყაროს დადგენა რთული არ იქნება,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები